ჩვენი ისტორია

კომპანია „სამეფო თაფლი“ 2017 წელს გიორგი გომელაურმა დააფუძნა. სახელწოდება „სამეფო თაფლი“ თავიდანვე გამოხატავდა კომპანიის მთავარ პრინციპს — მომხმარებლისთვის მხოლოდ პრემიუმ ხარისხის პროდუქციის შეთავაზებას. საქმიანობის დასაწყისში ჩვენს ასორტიმენტში მხოლოდ ერთი სახეობის თაფლი იყო წარმოდგენილი. წლების განმავლობაში კომპანია ეტაპობრივად იზრდებოდა და ვითარდებოდა, შესაბამისად, ფართოვდებოდა პროდუქციის ასორტიმენტიც. დღეს მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა სახეობის თაფლს, თაფლით დამზადებულ პროდუქტებს, გოზინაყების ფართო არჩევანს, ჩურჩხელას, მურაბებსა და ჯემებს, ასევე თაფლის დისტილატს. ჩვენი მიზანია, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტების პოპულარიზაციაში და ხელი შევუწყოთ ადამიანების უფრო ჯანმრთელ ცხოვრებას. ამასთანავე, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეფუტკრეობისა და ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარება, რასაც საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. „სამეფო თაფლი“ დღემდე ერთგულია თავისი მთავარი ღირებულებებისა — საუკეთესო პროდუქციის წარმოებისა და მაღალი ხარისხის მუდმივი შენარჩუნების. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის აზრი, ამიტომ ყოველთვის მზად ვართ, მოვისმინოთ მათი შეფასებები და მათზე სწორი, გონივრული და სამართლიანი რეაგირება მოვახდინოთ. კომპანია განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას. ჩვენი უახლოესი სამომავლო გეგმებია საკუთარი ბრენდული ფილიალების გახსნა და პროდუქციის ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოება. გულწრფელ მადლობას ვუხდით „სამეფო თაფლის“ თითოეულ მომხმარებელს ნდობისა და ერთგულებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას.
“იმაზე დიდი რა უნდა იყოს,
კაცს თაფლი მისცე, ღმერთს კი – სანთელი.”